Left Outside Alone

„Left Outside Alone“
სინგლიანასტეიშა
ალბომიდან Anastacia
B-მხარე „Get Ready“
გამოსვლის თარიღი 15 მარტი, 2004
ჟანრი პოპ-როკი
ხანგრძლივობა 4:17 (ალბომის ვერსია)
3:40 (რადიორედაქცია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Epic, Daylight
ავტორ(ებ)ი ანასტეიშა, დალას ოსტინი, გლენ ბალარდი
პროდიუსერი დალას ოსტინი, გლენ ბალარდი
ანასტეიშა — სინგლების ქრონოლოგია
„Love Is a Crime“
(2003)
Left Outside Alone
(2004)
„Sick and Tired“
(2004)
მუსიკალური ვიდეო
„Left Outside Alone“ YouTube-ზე
აუდიომაგალითი

„Left Outside Alone“ — ამერიკელ მომღერალ ანასტეიშას სიმღერა მისი მესამე სტუდიური ალბომიდან Anastacia. ძირითადად დაწერილია თავად მის მიერ, თუმცა ასევე მონაწილეობდნენ დალას ოსტინი და გლენ ბალარდი. სიმღერა გამოვიდა ალბომის მთავარ სინგლად 2004 წლის 15 მარტს და წარმატებული გამოდგა როგორც კრიტიკოსებისა და კომერციული მიმართულებით. პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიაში, იტალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში; მეორე — დანიაში, გერმანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში; მესამე — გაერთიანებულ სამეფოსა და უნგრეთში. საერთო ჯამში, 2004 წელს ევროპის მე-6 ყველაზე მეტად გაყიდვადი სინგლი იყო.

შეერთებულ შტატებში „Left Outside Alone“-მა კიდევ ერთი წარმატება ჰპოვა „ბილბორდის“ საცეკვაო ჩარტებში, სადაც „Hot Dance Singles Sales“-ში პირველი ადგილი დაიკავა, „Hot Dance Club Play“-ში კი მეხუთე.


From Wikipedia, the free encyclopedia · View on Wikipedia

Developed by Tubidy